საკადრო წმენდა რეგიონებში ინაცვლებს | რა ხდება შიდა ქართლში?

გამოქვეყნდა:

ახალი პრემიერი ძველის კადრების წმენდას აგრძელებს. ამჯერად პოსტიდან მიდის შიდა ქართლის გუბერნატორი, რომელიც სწორედ ღარიბაშვილის კლანის ერთგულებითაა ცნობილი. მიხეილ შაყულაშვილი რა თქმა უნდა უარყოფს საკადრო წმენდას და გადაწყვეტილებას საკუთარი სურვილით ხსნის, თუმცა "მთავარი არხისთვის" უკვე ცნობილია კულუარული ინფორმაცია მისი გეგმების შესახებ.

შაყულაშვილმა "მთავარ არხთან" საკუთარი გადაწყვეტილება "გადაღლით" და "კერძო სექტორში" წასვლის სურვილით ახსნა, რეგიონის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს კი გამოსამშვიდობებელ თათბირზე უთხრა, რომ ისევ გენერალურ  პროკურატურაში ბრუნდება.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შაყულაშვილის ბედს გაიზიარებს გორის ვიცე-მერიც. სამთავრობო კულუარებში ამბობენ, რომ “მთავარის” მიერ, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში მხილებული ნიკა ღვინიაშვილი თანამდებობას უახლოეს დღეებში დაემშვიდობება. ღვინიაშვილი ის ჩინოვნიკია, რომელმაც საზაფხულო შვებულება აჭარაში ბიუჯეტის ფულით ნაყიდი მანქანით და საწვავით მოიწყო. 

მიხეილ შაყულაშვილის მსგავსად თანამდებობებს შესაძლოა სხვა გუბერნატორებიც გამოემშვიდობონ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი აბიკო აბესაძე იქნება. ის წლებია გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებს და გორში პარტიული საქმიანობითაა დაკავებულია. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი