პრეზიდენტ ბაიდენის ისტორიული მიმართვა, რომელმაც ისტორიის მსვლელობა უნდა შეცვალოს. ამერიკის ლიდერი პირდაპირ მოუწოდებს ყველა პარტნიორს - ქვეყანაში, ევროპაში და მსოფლიოში, არ ჩაიდინონ დანაშაული ისტორიის წინაშე და დაეხმარონ უკრაინას, რუსეთის დამარცხებაში. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა პირადადაც კი მიმართა მთავარ კონკურენტს და მთავარ მტერს - მან დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შესაბამისად, მოუწოდა არ შეაფერხონ უკრაინის დახმარება და შეაჩერონ ომი. ამერიკის ლიდერის სულისკვეთებას ევროპაშიც იზიარებენ სადაც ქვეყნების მეთაურები უკვე ღიად ამბობენ, რომ კრემლი გააგრძელებს სვლას კონტინენტის სიღრმისკენ თუ მას არ შეაჩერებენ უკრაინაში.