სტამბოლში ზელენსკი ერდოღანს ხვდება | ვიზიტი გემთმშენებელი ქარხნის დათვალიერებით დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტი გემთმშენებელი ქარხნის დათვალიერებით დაიწყო, სადაც უკრაინის საზღვაო ძალებისთვის სამხედრო გემებს ამზადებენ:

"ვიზიტი თურქეთში. სტამბული. გემთმშენებელი ქარხანა, სადაც ჩვენი საზღვაო ძალებისთვის კორვეტებს ამზადებენ. მე დავათვალიერე "ივან მაზეპას" კორვეტის მზადყოფნა და აღჭურვილობა, ასევე ვესაუბრე უკრაინის საზღვაო ძალების პერსონალს. მათ მადლობა გადავუხადე გაწეული სამსახურისთვის. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. 

მე ასევე დავათვალიერე ჩვენი მეორე კორვეტის მშენებლობის პროცესი, რომელსაც ივან ვიხოვსკის სახელი ეწოდა. 

მადლობას ვუხდი თურქეთის პრეზიდენტსა და თურქეთისა და უკრაინის თავდაცვის კომპანიებს, მათი პარტნიორობისა და ერთად მუშაობისთვის, ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად" წერს ზელენსკი.

ზელენსკი ამჟამად თურქეთის პრეზიდენტს ხვდება. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ერდოღანთან მოლაპარაკებების თემა შავ ზღვაზე სასურსათო უსაფრთხოება, თავდაცვის კომპანიების ორმხრივი თანამშრომლობა და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაში თურქეთის დახმარება იქნება. ზელენსკი მადლობას უხდის თურქეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის. 

"ჩვენი ქვეყნები, მთელი რეგიონი და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება მოითხოვს შავ ზღვაში ნაოსნობის უპირობო უსაფრთხოებას. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ამას ერთად მუშაობით.

ჩვენ დაინტერესებული ვართ თურქულ თავდაცვის კომპანიებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებით.

ჩვენ ასევე ვითხოვთ თურქეთის დახმარებას ჩვენი სამხედრო ტყვეების და მთელი ჩვენი ხალხის, მათ შორის ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან." წერს ზელენსკი. 

შეგახსენებთ, ბოლო ვიზიტის დროს, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ თურქული მხარის შუამავლობით უკრაინაში "აზოვის" პოლკის 5 მეთაური, მარიუპოლის მცველები დააბრუნა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი