
თურქეთი მზად არის უმასპინძლოს სამშვიდობო სამიტს უკრაინის ომზე რუსეთის მონაწილეობით - ეს შეთავაზება თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.
„ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო სამიტის მასპინძლობისთვის, რომელშიც რუსეთიც ჩაერთვება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის პასუხად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობას ვერ ხედავს:
„ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება მოიწვიოთ ადამიანები, რომლებიც ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ ყველაფერს. ჩვენ გვინდა მივიღოთ შედეგი. შედეგი არის სამართლიანი სამყარო უკრაინისთვის. ამიტომ ცივილიზებულმა ქვეყნებმა ჯერ გეგმა უნდა შეიმუშავონ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართონ რუსეთის წარმომადგენლები", - განაცხადა ზელენსკიმ