"ეს ჩემი ბოლო არჩევნებია" | ერდოღანი

გამოქვეყნდა:

"ეს ჩემი ბოლო არჩევნებია," - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა 31 მარტს ჩანიშნული ადგილობრივი არჩევნების შესახებ განაცხადა.

"კანონით მინიჭებული მანდატით, ეს ჩემი ბოლო არჩევნებია... შედეგი, რომელიც დადგება, იქნება მემკვიდრეობის გადაცემა ჩემს და-ძმებზე, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ," - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანი თურქეთს უკვე ორ ათწლეულზე მეტი ხანია მართავს. ის 2023 წლის მაისში ხელახლა აირჩიეს ხუთი წლის ვადით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი