​ბაიდენი ამბობს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი დაამტკიცებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ TikTok-ის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს.

"თუ ისინი ამას მიიღებენ, მე ხელს მოვაწერ," - თქვა ბაიდენმა.

ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონიც.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანია ByteDance-ს მოუწოდა, რომ TikTok-ზე უარი თქვას, ან აშშ-ში საქმიანობა აეკრძალება.

CBS News-ის მიხედვით კი, იუსტიციის დეპარტამენტმა ის საფრთხეები ჩამოაყალიბა, რომლებიც TikTok-ის მიერ შეგროვებულ დიდი რაოდენობით სენსიტიურ მონაცემებსა და ჩინეთის მთავრობის მიერ კამპანიაზე გავლენის მოხდენის საფრთხეს ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი