დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს შეხვდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ უნგრეთისა და აშშ-ის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის, ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების მნიშვნელობა. 

ორბანმა კი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეოკადრები Instagram-ზე გამოაქვეყნა, X-ზე კი დაწერა:

"სასიამოვნო იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობა. ჩვენ გვჭირდება ლიდერები მსოფლიოში, რომლებსაც პატივს სცემენ და რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის ერთ-ერთი მათგანია! დაბრუნდით და მშვიდობა მოგვიტანე, ბატონო პრეზიდენტო!," - წერს ორბანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი