
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 15 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 12 ჩამოაგდეს.
"დაზუსტებულია, რომ ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები ყირიმიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს. "შაჰიდები" განადგურდა დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და პოლტავას რეგიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, რუსული თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობენ უკრაინის საჰაერო ძალების ქვედანაყოფები და თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.