აშშ-ის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში იემენელი "ჰუთების" ფართომასშტაბიანი შეტევა დილის 4 საათიდან 6:30 საათამდე გაგრძელდა. 

"უპილოტო საფრენი აპარატები სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ის საზღვაო ძალებისა და კოალიციის ხომალდებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც აშშ-ს სამხედროები აცხადებენ, ისინი პასუხობენ ირანთან დაკავშირებული ჯგუფის ფართომასშტაბიან თავდასხმას, რომელიც წარმოადგენდა "გარდაუვალ საფრთხეს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი