"მარჯვნივ გამოიხედეთ ბატონო ირაკლი" | ღარიბაშვილმა ზუგდიდში, აქციის მონაწილეებს გვერდი აუარა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში ქართული ოცნების ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. პარტიულ აქტივთან შეხვედრის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციამ საბანკო სისტემის წინააღმდეგ აქცია გამართა.  ორგანიზაციის წევრებს ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრება სურდათ, თუმცა "ოცნების" თავმჯდომარე პროტესტის მონაწილეებს არ შეხვდა. 

მოგვიანებით მათთან მამუკა მდინარაძე გავიდა და პრობლემით დაინტერესებას დაპირდა, თუმცა ირონიული კომენტარით, აქციის მონაწილეები პოლიტიკურ ინტერესებში დაადანაშაულა.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი