"დონას" კლასტერიდან ინფიცირებულთა გამოვლენა რთულდება - თამარ გაბუნია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საკონდიტრო "დონას" კლასტერიდან ინფიცირებულების გამოვლენა ნელ-ნელა რთულდება და ამ მხრივ, მომდევნო ორი კვირა კრიტიკული იქნება

ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერი იმდენად გაფართოვდა, რომ მათ კიდევ თავიანთი კონტაქტები ეყოლებოდათ და მოკლე პერიოდში ყველა კონტაქტის მოძიება და შესწავლა ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ გვაქვს ორი კვირა იმისთვის, რომ დაველოდოთ კონტაქტირებულ პირებთან ინფიცირებულების გამოვლენას. მომდევნო ორი კვირა იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ სრულად მოხერხდეს „დონას“ კლასტერის შემთხვევების აღმოჩენა, - ამბობს გაბუნია. 

შეგახსენებთ, რომ საკონდიტრო "დონაში" კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1 სექტემბერს დადასტურდა. ამ დროიდან ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღეს დადასტურებული 29 ახალი შემთხვევიდან კი 1 სწორედ "დონას" კლასტერს მიეკუთვნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი