
"ოცნება" ლურჯი, ხოლო ენმ წითელი ხაზია" - გიორგი გახარიას გუნდი საარჩევნოდ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს.
გახარიას საარჩევნო ფორმულა ასეთია - მისი გუნდი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშით იმდენს შეძლებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში ჯამურად ხმათა 50% ვერ მიიღონ. გახარია ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაშიც ადანაშაულებს.
"კოალიცია კატეგორიულად მიუღებელია "ნაციონალურ მოძრაობასთან", წითელი ხაზია; "ოცნება" ლურჯი ხაზია. დღევანდელი "ოცნება" მიუღებელია... ნამდვილი არჩევანი არის ამ ორი რადიკალური ძალის მიღმა. საქართველოს მოქალაქეებმა ეს უკვე დაინახეს, რადგან ძალიან კარგად ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის" ამ რადიკალურ, ბრუტალურ, რევანშისტულ განწყობებს და ძალიან კარგად ხედავენ "ოცნების" კორუმპირებულ, ინფანტილურ, ერთი ვერაფერი ვე გააკეთეს. ამხელა ადამიანიც დააბრუნეს იძულებით, გამოიყვანეს და დააბრუნეს აქტიურ პოლიტიკაში და რა? პროცესი არჩევნების მოპარვის უკვე დაწყებულია" ამბობს გახარია.
მისი თქმით, ერთადერთი რაც ახლა "ოცნებას" აღელვებს, ამ მოპარული არჩევნების ლეგიტიმაციაა.