სამწუხაროდ ჩემი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი - ივანიშვილი | გახარია

გამოქვეყნდა:

"ბოლო სამი წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ეტაპობრივად დაშალა ყველა ინსტიტუტი შინაარსისგან. პარლამენტი დაცალა, პრეზიდენტი შეზღუდა, კონსტიტუცია საერთოდ გააუქმა. საბოლოო ჯამში, ქვეყანაში იყო პრემიერის ინსტიტუტი დარჩენილი, რომელიც ასე თუ ისე ფუნქციონირებდა. დღეს, რაც ხდება, ამ პრემიერის ინსტიტუტსაც აზრი დაუკარგეს. 

რა მნიშვნელობა აქვს, სიმართლე თუ გინდათ, არც მახსოვს, ვინ არის და ვინ იყო ეს პრემიერი. ნუ, სამწუხაროდ ასეა... 

ვიღაც ვიღაცები ამბობდნენ, რომ საპატიო თავმჯდომარე განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მინისტრი. მეგობრებო, საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, ძალთა ბალანსი. საერთოდ პარტიას არავინ ეკითხება, პრემიერი ვის დანიშვნას თავის კაბინეტში. სამწუხაროდ ჩემი ბრალიც არის, ჩვენი ბრალიც არის, დღეს საქართველოში ფუნქციონირებს ერთადერთი ინსტიტუტი. ამ ინსტიტუტს ჰქვია ივანიშვილი"

ამბობს "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ღარიბაშვილ-კობახიძის დაპირისპირებაზე

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი