POLITICO: საფრანგეთის ჯარები ევროპაში მტრის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის ჯარები ევროპაში მტრის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის ემზადებიან – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.  

გამოცემის თანახმად, საფრანგეთის არმიის დანაყოფები წვრთნებს ატარებენ აღმოსავლეთ საფრანგეთში განთავსებულ საბრძოლო მომზადების ცენტრში, სადაც პირობები მაქსიმალურად ახლოს არის რეალურ ბრძოლის ველთან. 

ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ფრანგული არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფებს – ქვეითებს, ჯავშანტექნიკას, არტილერიას და ინჟინრებს, რომლებიც ჩვეულებრივ მიმოფანტული არიან ქვეყნის მასშტაბით, შეუძლიათ, ერთად ივარჯიშონ. 

ოფიცრები არ ასახელებენ პოტენციურ მტრებს, მაგრამ სწავლება მიზნად ისახავს ჯარების მომზადებას რუსეთის მსგავს მტერთან საბრძოლველად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი