მინისტრი რომელსაც ქონება არ აქვს - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მისივე შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ოცნების მინისტრთა კაბინეტში ყველაზე უქონელი მინისტრია. 5 მარტს შევსებულ დოკუმენტში მის სახელზე არ ფიქსირდება არც სახლი, არც მანქანა, არც ძვირადღირებული ნივთები. არც ის და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ბიზნეს-კომპანიებში წილს არ ფლობენ. სახელფასო ანგარიშზე მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარი აქვს. სწორედ ამიტომ გაჩნდა შეკითხვა, მალავს თუ არა ქონებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. თვითონ მინისტრი ამ კითხვის საპასუხოდ მის დეკლარაციაში ტექნიკური ხარვეზს ადასტურებს, თუმცა ქონების დამალვაზე არაფერს ამბობს. რატი ბრეგაძის სახელი და გვარი იმ მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების სიაში, ვისი ქონებაც ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს.