უკრაინული მედია იუწყება, რომ გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
როგორც დონეცკის საოლქო პროკურატურა ამბობს, დაშავებულთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოსი გადაიყვანეს.
რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 3 მრავალსართულიანი კორპუსი და 3 კერძო სახლი.