რუსეთის მიერ გაშვებული 39 დრონიდან 35 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს მათ რუსეთის მიერ გაშვებული 39 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 35 გაანადგურეს.

"10 მარტის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა 4 S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაუშვეს ხარკოვის რეგიონსა და დონეცკის რეგიონში, ასევე, 39 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი (ოკუპირებული ყირიმიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან). საბრძოლო მუშაობის შედეგად, 35 "შაჰიდი" ჩამოვაგდეთ კიროვოგრადის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცის, კიევისა და ჟიტომირის ოლქებში," - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების თქმით, რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ გამანადგურებელი თვითმფრინავები, საჰაერო ძალების დანაყოფები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი