თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, NATO გაიმარჯვებს...მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტსა და ავდეევკას დაემსგავსება | კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ თუ რუსეთი თავს დაესხმება ბალტიის რომელიმე ქვეყანას, ის დამარცხდება. თუმცა, გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტსა და ავდეევკას დაემსგავსება. 

"საბოლოოდ ვფიქრობ, რომ NATO გაიმარჯვებს, მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდეევკას. ასეთი იქნება ინტენსიური ბრძოლების შემდეგ ბალტიის ქვეყნები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი," - ამბობს კულება.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის თავიდან არიდების ყველაზე იაფი და უსაფრთხო მეთოდი უკრაინის მხარდაჭერაა. კულებას თქმით, ლიეტუვაში ამას კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომ ეხმარებიან უკრაინას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი