რუსეთმა საქართველოს 3 მოქალაქის საქმე სასამართლოში გადაგზავნა. უკრაინის მხარეს მებრძოლი "ქართული ლეგიონის" წევრებს ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის სასარგებლოდ გარკვეული თანხის სასარგებლოდ ბრძოლას ედავება.
რა გადაწყვეტილებას მიღებს რუსული სასამართლო, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. საქმე ეხება "ქართული ლეგიონის" მებრძოლებს, ლაშა რუხაიას, ლევან აირაპეტიანს და ერეკლე ამირანაშვილს.
დროებით ოკუპირებულ დონეცკში გამართულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი იყო მამუკა გაწერელიას საქმეზეც, რომელსაც რუსეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
"პროკურორს საქართველოში დაუსწრებლად გასამართლების მიზნით გადაეცა 3 სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მოქალაქეების, ლაშა რუხაიას, ერეკლე ამირანაშვილის და ლევან აირაპეტიანის წინააღმდეგ, რომლებიც რუსი სამხედროების წინააღმდეგ "ქართულ ლეგიონში" იბრძვიან. ასევე, სასამართლომ უვადო პატიმრობის განაჩენი გამოუტანა მამუკა გაწერელიას, რომელიც დააკავეს, როგორც დაქირავებული მებრძოლი", - აცხადებს რუსული მხარე.
როგორც ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული მხარე ინფორმირებული არ ყოფილა, გარდა ამისა, უცნობია მათი პოზიციაც.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარიუპოლის მცველს, სულ მცირე, 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, "აზოვსტალის" დატოვების დროს ჩავარდა. გაწერელიების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და აქამდე, მებრძოლის ტყვეობის ამბავს არ ახმაურებდა.