არჩევნებამდე გაყინული ოკუპაცია | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას 2 წელია გამუდმებით ომით აშინებს და ამ შიშით მანიპულირებს. იგივეს მხოლოდ რუსეთი და კრემლის მარიონეტი რეჟიმები აკეთებენ სოხუმსა და ცხინვალში. "ქართული ოცნების" განცხადებები დასავლეთის, ოპოზიციისა თუ საკუთარი მოქალაქეების პატრიოტული განწყობების შესახებ იდენტურია იმისა, რასაც ალან გაგლოევი ან ინალ არძინბა ამბობენ იგივე დასავლეთზე, იგივე ოპოზიციაზე და იგივე პატრიოტულად განწყობილ საქართველოს მოქალაქეებზე. ეს გარემოებები ივანიშვილის რეჟიმისთვის უხერხული არასდროს ყოფილა.

მეტიც, ბოლო რამდენიმე კვირაა ცხინვალში მოვლენები ერთობ საინტერესოდ ვითარდება. რუსულმა ეფ-ეს-ბემ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის 3 წევრს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა, მათ შორის არის ადამიანი, რომელიც 2008 წლის საომარი დანაშაულის გამო ჰააგას ძებნაზე ჰყავს გადაცემული. ეს სამეული აქტიურად ლობირებდა იმას, რომ საოკუპაციო რეჟიმს მის მიერვე გავლებული ე.წ. საზღვარი კიდევ გადმოეწია საქართველოს სიღრმეში და 200 კვადრატული კილომეტრი მიეთვისებინა.

თუმცა, არც მოსკოვს და არც რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს უარი არ უთქვამთ ახალ პროვოკაციაზე და თრუსოს ხეობისა და რაჭის ტყეების მიტაცებაზე. პირიქით, ცხინვალში მოსკოვიდან საგანგებოდ ჩასული ემისრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ახლა არ არის ამის დრო, და საქართველოში გასამართ არჩევნებს უნდა დაელოდონ. ცხადია, ამ გარემოებებმა გააჩინა განცდა, რომ მოსკოვი აქტიურად ჩაერთო საქართველოს საარჩევნო კამპანიაში და ჩაერთო მისთვის მისაღები რეჟიმის მხარდასაჭერად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი