ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის | 1 წელი მარტის აქციებიდან

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი ეს ფარული და შუამავლების საშუალებით შენიღბული ლტოლვა გასულ წელს ღია და აშკარა გახდა. როცა "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი დაამტკიცა, და ქვეყანაში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმის მსგავსი მმართველობის დამტკიცება სცადა. სად ვართ ერთი წლის შემდეგ - მართალია ეს კონკრეტული რუსული კანონი ხელისუფლებამ უკან გაიხმო, ხალხის სამართლიანი აღშფოთების შემდეგ, მაგრამ ხელი არც ერთი წამით არ აუღია თავის ავტოკრატიულ განზრახვაზე.

რუსული კანონის უკან გატანის შემდეგ ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევანის საბოტაჟის სხვა მცდელობები, პრეზიდენტის სრულიად უადგილო და უკონტექსტო იმპიჩმენტი, ერთპარტიული ცესკოს ჩაბეტონება, სანქცირებული მოსამართლეთა კლანის კიდევ უფრო აღზევება, რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძისთვის გადაწერილი საბანკო საფინანსო წესრიგი, და ა.შ.

ბრძოლა თავისუფლებისთვის, მომავლისა და ევროპულ თანამეგორობაში დამკვიდრებისთვის არც ერთი წამით არ შეწყვეტილა. ყველა ამ მონაპოვარს დღესაც ისევე ემქურება საფრთხე, და ემუქრება სწორედ ის ძალა, რომელმაც ზუსტად ერთი წლის წინ რუსული კანონით საკუთარი საზოგადოების მოგუდვა სცადა.

ავტორი: ბექა ყორშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი