თბილისის მერიისგან ირიბად დაფინანსებული პუტინის ომი | დარტყმა ​​​​​​​სევერსტალის ქარხანაზე და კორუფცია კალაძის უწყებაში

გამოქვეყნდა:

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არაერთი რეპორტაჟი მოვამზადეთ, რომ სახელმწიფო უწყებები სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან სხვადასხვა შემოვლითი გზით დებენ კონტრაქტებს. და ხშირად ამას შუამავალი რგოლის გამოყენებით აკეთებენ, რომ ფორმალური დავის საფუძველი ვერავინ იპოვოს.

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ფორმალურ პასუხისმგებლობასთან ერთად ხელისუფალმა მორალური პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს თავის თავზე. მითუმეტეს მაშინ, როცა მისი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და როცა ამ ქარხნებში აწყობილი ჭურვებით გამუდმებით ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინული დრონები სევერსტალის ქარხანას მისწვდნენ, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ პუტინის უახლოესი ოლიგარქის ბალანსზეა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციასაც აწარმოებს.

და ალბათ აღარც ის გაგიკვირდებათ, თუ იმასაც გაჩვენებთ საბუთებით, რომ იგივე ქარხანასთან შემოვლითი გზებით მრავალმილიონიანი კონტრაქტი თბილისის მერიის ერთ-ერთ ქვეუწყებას აქვს გაფორმებული.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი