
პოლიცია შვეიცარიაში, ვალეს კანტონში სათხილამურო ტურის დროს დაკარგულ ექვს ადამიანს ეძებს.
"ამჟამად ძალიან ცუდი ამინდია, რაც ძალიან ართულებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებას," - განაცხადა პოლიციამ.
მისივე ცნობით, მოთხილამურეები Tête Blanche მთის გარშემო, შაბათს, მატერჰორნის მთასთან, ზერმატ-აროლას ბილიკზე დაიკარგნენ.