აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია - ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

თანამშრომლების ტესტირების გარდა, გუშინ ღამით ტელევიზიისა და რადიოს შენობებს დეზინფექცია ჩაუტარდა. 

აჭარის ტელევიზიის ერთ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ, 5 სექტემბერს დაუდასტურდა. 

ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გამო, ტელევიზიას მაუწყებლობა შეწყვეტილი ჰქონდა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება ხდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი