აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახწბ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. 

ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას. რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, - ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში. 

მანამდე კი, ბათუმში, კორონავირუსი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს დაუდასტურდა. სასამართლოს ცნობით, დაცვის წევრი გარე პერიმეტრს იცავდა და მას საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელი დედისგან დაინფიცირდა, რომელიც საკონდიტრო საწარმო "დონაში" იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მდებარე იმ საკონდიტროს თანამშრომლებს, რომელსაც ყოველდღიურად ასობით მომხმარებელი ჰყავს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსი ობიექტის მფლობელსაც 
დაუდასტურდა. ამ დროისათვის, საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი და თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

3 სექტემბერს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, "დონას" კლასტერის ლიკვიდირება მოხდა - მინისტრმა განმარტა, რომ აღებული 600-ზე მეტი ტესტიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. 

ტიკარაძის ამ განცხადების სემდეგ კი უკვე 4 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 სწორედ "დონას" კლასტერია. 

მთლიანობაში კი 4 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში, საკონდიტრო "დონას" კლასტერს უკვე 36 ინფიცირებული ჰყავს

ქვეყანაში კი დღეს, 4 სექტემბერს, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი