
"ნაციონალურმა მოძრაობამ" EPP-ში ხმის უფლება მოიპოვა. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე საუბრობს. მისი თქმით: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", როგორც ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალა პირველია, რომელმაც ევროპულ ოჯახში ხმის უფლება მოიპოვა.
ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს მათი პარტნიორებისგან და მიუხედავად მისი უკანონო პოლიტიკური პატიმრობისა, ის მიწვეული იყო ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე.
თანაპარტიელებს ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება მიულოცა თავად მიხეილ სააკაშვილმაც, რომლის გათავისუფლების მოთხოვნითაც, თავის მხრივ საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება და ამ მხრივ აქტივობა, სოფო ჯაფარიძის თქმით, უპრეცედენტოა.