
შალვა ნათელაშვილი სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყებას ულოცავს და წინასაარჩევნო დაპირებებს გასცემს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სკოლაში ერთჯერადი კვება უფასო იქნება და ყველა მოსწავლეს ნოუთბუქები დაურიგდება.
შალვა ნათელაშვილი ამბობს რომ მაღალჩინოსნების შვილებისთვის საჯარო სკოლაში სწავლა აუცილებელი გახდება, რომ სახელმწიფო სკოლის პოპულარიზაცია მოხდეს.