ახალი ერთობა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეიტანს ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, წინ მომავლისკენ | გიორგი კირთაძე

გამოქვეყნდა:

"დარწმუნებული ვარ, ახალი ერთობა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეიტანს ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში," - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" პრეზენტაციაზე გიორგი კირთაძემ განაცხადა.

ის ასევე ამბობს, რომ ახალ გუნდს შესაძლოა განსხვავებული ხედვები ჰქონდეთ, მაგრამ აერთიანებთ მთავარი იდეა და მიზანი.

"სწორი ერთობა იყო უმნიშვნელოვანესი და მიხარია, რომ ეს სწორი ერთობა დღეს და ახლა, აქ შედგა. მიხარია, რომ წარმოვადგენ ძალიან მაგარ გუნდს. ახალ გუნდს ადამიანებისა, როლებიც არიან განსხვავებულები, ჰქონდეთ შეიძლება სხვადასხვა ხედვები, მაგრამ გვაერთიანებს მთავარი იდეა და მიზანი. გვაერთიანებს რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ახალი სამართლებრივი წესრიგი უზრუნველვყოთ საქართველოში. სწორედ ეს მგონია მე ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი. ჩვენ უნდა შევძლოთ და არჩევნებზე, მათ შორის, გამარჯვების ეიფორია და დამარცხების შიში გადავლახოთ. უნდა იცოდნენ ხელისუფლებიდან წასულმა ადამიანებმა, რომ მას არ დახვდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და მარტივი იქნება ამიტომ ხელისუფლების დათმობაც. არც გამარჯვებულები შეიძლება ჩავარდნენ ეიფორიაში, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ და ამისი დამზღვევი მე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის გუნდი, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი და ის ასიათასობით ადამიანი, ვისზეც ახლა ნიკა და ნიკა საუბრობდა.

ჩვენ მართლა შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთ, წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას და თანამედროვე პოლიტიკური გარემოც მსოფლიოში დღეს მართლა გვაძლევს საშუალებას ამ შესაძლებლობის ბოლომდე რეალიზება განვახორციელოთ. ოღონდ ამას სჭირდება რწმენა და იმედი. რწმენა და იმედი იმისა, რომ ხვალინდელი დღე უარესი კი არ იქნება, არამედ იქნება უკეთესი. თუ ჩვენ ამას დავიჯერებთ და რწმენით ვიქნებით, ხალხი ამ ქვეყნიდან კი არ გაიქცევა, არამედ მართლა ჩამოვა ამ ქვეყანაში და შექმნის სახელმწიფოს, სადაც ყველანი ვიცხოვრებთ კეთილდღეობით და უსაფრთხოდ. მე დარწმუნებული ვარ, ახალი ერთობა ძალიან მნიშვნელოვან როლს შეიტანს ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. წინ მომავლისკენ!" - ამბობს კირთაძე.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი