
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრა და რომის პაპის განცხადებას გამოეხმაურა:
"გულწრფელად მაინტერესებს, რაზე ფიქრობდა, არ მესმის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე საუბრისას, ზოგიერთი რამის გაგება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარი თვალით ხედავ. ჩემს თავს ვეკითხები: სად არის პაპი? რომის პაპმა უნდა იცოდეს ამის შესახებ," - ამბობს ბერბოკი.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოს უნდა ეყოს გამბედაობა დადგეს უკრაინელი ხალხის მხარეს და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მან თავი დაიცვას.
"თუნდაც მცირედი შანსი რომ ყოფილიყო რუსეთის რეჟიმის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის გამოვლენის, მაშინ მთელი მსოფლიო მზად იქნებოდა ამისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ," - თქვა ბებროკმა.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მოლაპარაკებები საერთაშორისო ძალების დახმარებით უნდა წამოიწყონ.