კავშირები ოკუპანტ ქვეყანასთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ახალი მრჩეველი | "ოცნების" მორიგი ცვლილებები

გამოქვეყნდა:

სამთავრობო გადაადგილებების პარალელურად, "ოცნების" ხელისუფლებაში ცვლილებებია რუსეთთან ურთიერთობაშიც. მთავრობის მეთაურმა ზურაბ აბაშიძე საკუთარ მრჩევლად დანიშნა. იცვლება რუსეთში საქართველოს წარმომადგენელიც და ამ პოსტზე გიორგი ქაჯაია ინიშნება. შვეიცარიის საელჩოში კი ქვეყნის ინტერესების სექციას ამიერიდან მამუკა მერკვილაძე უხელმძღვანელებს. პრორუს ბიზნესმენს, ქართული დიასპორის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტსა და ოფიციალურ მოსკოვთან მოლაპარაკებების ერთ-ერთ მონაწილეს დღემდე მჭიდრო კავშირები აქვს ოკუპანტ სახელმწიფოსთან.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი