"რუსეთში ცვლილება გარედან არ მოვა... სასწაულის იმედად ყოფნა უნდა შევწყვიტოთ" | კარა-მურზა

გამოქვეყნდა:

"ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს, ახლა, ალექსეის მკვლელობისგან გამოწვეული შოკისა და ტკივილის გარდა, სასოწარკვეთისა და აპათიის განცდა უჩნდება. ამას იმ წერილებში ვხედავ, რომლებსაც მიგზავნიან და ეს კატეგორიულად დაუშვებელია. მათ, ვინც ამას აკეთებს, ჩვენგან ზუსტად ეს უნდათ. პუტინის რეჟიმი მხოლოდ შიშსა და აპათიაზე დგას. მათ სჭირდებათ, რომ რუსული საზოგადოება ატომიზირებული, დათრგუნული და დემორალიზებული იყოს. მაგრამ, თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ უპასუხა ალექსეი ნავალნიმ ამ კითხვას? რუსეთში ცვლილება სადღაც გარედან არ მოვა. სასწაულის, შემთხვევითობის, გარეშე ფაქტორების იმედად ყოფნა უნდა შევწყვიტოთ... რუსეთში ცვლილებები გარდაუვალი მხოლოდ მაშნ გახდება, როდესაც რუსული საზოგადოება რაც ხდება, იმის მოცემულობად მიღებას შეწყვეტს და თავის ძალას, სუბიექტურობასა და მომავალზე პასუხისმგებლობას გაიაზრებს",

- წერს პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც პუტინის რეჟიმმა 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი