იურისტი სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად | ცვლილებები კობახიძის მთავრობაში

გამოქვეყნდა:

გადაწყვეტილება მიღებულია. ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტური თანამდებობა მიხეილ სარჯველაძეს ჩააბარა. უცნობია, რატომ შეჩერდა არჩევანი უმრავლესობის წევრ დეპუტატზე, რომელსაც ამ დრომდე ჯანდაცვის სისტემასთან არანაირი კავშირი და შეხება არ ჰქონია. წინამორბედისგან განსხვავებით მედიკოსების ოჯახშიც კი არ გაზრდილა. პროფესიით იურისტი სარჯველაძე ირაკლი კობახიძემ ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე წარადგინა მთავრობის ადმინისტრაციაში. დღეს ცნობილი გახდა კიდევ რამდენიმე საკადრო ცვლილებების შესახებ, მათ შორის დაინიშნა ადმინისტრაციისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსები. პოსტი დატოვა ზურა აბაშიძემაც.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი