"ახალი" | ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას გუნდების გაერთიანება და ახალი ძალა პოლიტიკაში

გამოქვეყნდა:

ახალი პოლიტიკური პლატფორმა ბოლო დროის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ხდება. ნიკა გვარამია და ნიკა მელია კონსულტაციებს ასრულებენ და საზოგადოებას საკუთარ გუნდსა და პროგრამას წარუდგენენ. სახელი - ახალი, მწვანე და ნარინჯისფერი ლოგო, საარჩევნო ნომერი 4 და მთავარი გზავნილი - წინ მომავლისკენ. ეს ახალი გაერთიანების მხოლოდ გარეგნული ნიშნებია - პოლიტიკურ გეგმებზე ლიდერებმა დღეს პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს, თუმცა მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, გამოკვეთილია - ახალი ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად იქმნება.

ქართული პოლიტიკური სპექტრი ახალ, ძლიერ კონკურენტს კმაყოფილებით ვერ ხვდება. საარჩევნო წლის დასაწყისში ყველა აცნობიერებს, რომ ორი ნიკას გაერთიანება ძლიერი ელექტორალური გუნდია და საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს მიიზიდავს. თუმცა ყველაზე გაღიზიანებული რა თქმა უნდა მმართველი პარტიაა. "ქართული ოცნების" რადიკალური რეაქცია კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს ახალი პოლიტიკური პლატფორმის წონას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი