საფრანგეთის რამდენიმე სახელმწიფო ორგანო "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერშეტევის სამიზნე გახდა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის რამდენიმე სახელმწიფო ორგანო "უპრეცედენტო ინტენსივობის" კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ამის შესახებ დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრის, გაბრიელ ატალის ადმინისტრაციამ განაცხადა, თუმცა იქვე განმარტა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

"გუშინ საღამოდან რამდენიმე სახელმწიფო სამსახურში განხორციელდა კომპიუტერული შეტევები, რომელთა ტექნიკური მეთოდები კლასიკურია, მაგრამ ინტენსივობა უპრეცედენტოა... გუშინ საღამოს გააქტიურდა კრიზისული განყოფილება კონტრზომების განსახორციელებლად... ამ ეტაპზე, ამ თავდასხმების გავლენა შემცირდა სერვისების უმეტესობისთვის და აღდგენილია ხელმისაწვდომობა სახელმწიფო საიტებზე," - აცხადებენ პრემიერმინისტრის სამსახურში.

საფრანგეთის უსაფრთხოებაში სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადეს, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ამ შეტევაში რუსეთია, თუმცა მოსკოვის როლი ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება. ამ დროისთვის საქართველოს სახელმწიფო ვებ-გვერდებზე წვდომა აღდგენილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი