გვექნება კონსულტაციები | სარჯველაძე კითხვაზე, აპირებს თუ არა მოადგილეების შეცვლას

გამოქვეყნდა:

დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე წარადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სარჯველაძემ თქვა, რომ უახლოეს მომავალში ექნება კონკრეტული ხედვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის მტკივნეულადაა აღქმული და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოითხოვს.

"უპირველესი ინსტრუქცია, რომელიც მიღებული მაქვს პრემიერმინისტრისგან გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობით, როგორც სამედიცინო საზოგადოების, ისე ყველა დაინტერესებულ პირთა ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღება, და მაქსიმალურად გახსნილობა ეს არის მთავარი მახასიათებელი, რომელიც დამახასიათებელი იქნება ჩვენი მუშაობისთვის, რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, ამაზე ალბათ დამჭირდება გარკვეული დრო გასაცნობად, რეალურად არსებული მდგომარეობის და ამის მიხედვით შემეძლება უკვე უახლოეს მომავალში კონკრეტული პასუხები და კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ როგორია სამომავლო ხედვა ცალკეული საკითხების, ცალკეული პრობლემების გადაჭრის", - თქვა სარჯველაძემ.

ახალმა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ მოადგილეები შეცვალოს:

"გვექნება ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ამის თაობაზეც უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობს", - თქვა მან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი