აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონით ნაკლებია 2024 წლის მოცულობასთან შედარებით.
დახმარება მიმართული უნდა იყოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისკენ, ასევე, ხელი უნდა შეუწყოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებას, კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ პლურალიზმს თუ სხვა.
პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ იცის რატომ მცირდება დაფინანსება, მაგრამ პარალელურად ისრები სამოქალაქო სექტორზე გადააქვს:
"მე ვერ გეტყვით, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები, თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშან წინ, შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი", - ამბობს კობახიძე