
ბათუმში "ორბის" ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, თუმცა ის სამსახურში ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ ყოფილა და Covid-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ქალის ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, საკონდიტრო "დონაა".
როგორც ცნობილია, ინფიცირებული ქალი საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თამაშრომლის დედაა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასევე დაუდასტურდა კორონავირუსი.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევიდან 15 ბათუმს უკავშირდება, მათ შორის 2 საკონდიტრო დონას კლასტერს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საკონდიტრო "დონას" კლასტერიდან ინფიცირებულების გამოვლენა ნელ-ნელა რთულდება და ამ მხრივ, მომდევნო ორი კვირა კრიტიკული იქნება.
მანამდე კი 3 სექტმებერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა.