
ივანოვოს ოლქში რუსული სამხედრო "Ил-76" ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს და ამბობს, რომ ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა.
უწყება ამბობს, რომ ჩამოვარდნის მიზეზი "აფრენისას ერთ-ერთ ძრავაში გაჩენილი ხანძარი გახდა". თვითმფრინავი გეგმიურ რეისს ასრულებდა.
"ტელერგამ არხებზე" გავრცელდა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის კადრები.