
"დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები და გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი" - არასამთავრობო ორგანიზაციები - „დასავლეთის ვექტორის“ და “საქართველო-გზა ევროპისკენ“ ფარგლებში დღეს კონფერენციაზე, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მათ კიდევ ერთხელ მიმართეს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტის წევრებს - განაგრძონ და გააძლიერონ ზეწოლა სალომე ზურაბიშვილსა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით.
კონფერენციას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონიც.