სომხეთმა რუსეთს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა

გამოქვეყნდა:

პუტინის პრესსპიკერის ინფორმაციით, სომხეთმა რუსეთს ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან მესაზღვრეების გაყვანა ოფიციალურად მოსთხოვა. დიმიტრი პესკოვის ცნობით, უწყებრივი წერილი, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ზვარტნოცის აეროპორტში მუშაობა შეაჩერონ, უკვე მიიღეს.

კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ დეპარტამენტები ამჟამად კონტაქტზე არიან.

ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას 27 თებერვალს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა, ხოლო მოგვიანებით, უშიშროების საბჭოს მდივანმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი