"ჩვენი ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოსკენ არის რუსეთი" | მარიონეტული რეჟიმის "პრეზიდენტი"

გამოქვეყნდა:

რუსეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზ ახალგაზრდებს, ვისაც რუსული პასპორტები აქვთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ბჟანია ამბობს, რომ ამით აფხაზეთმა "მადლიერება უნდა გამოხატოს" პუტინის მიმართ, რომლის "წვლილიც" ბჟანიას თქმით, "დამოუკიდებელი და სუვერენული აფხაზეთის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ფასდაუდებელია".

„ჩვენ არ ვართ ოკეანეში დაკარგული, ბუნების ძალებთან მარტო დარჩენილი კუნძული. დამოუკიდებელ აფხაზეთს ჰყავს მეგობრები, თუნდაც ბევრი არ იყოს, არიან მეზობლები და მოკავშირეები და მათ შორის არის ქვეყანა, რომელიც ამავდროულად არის ჩვენი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი და დღეს ერთადერთი ფანჯარა მსოფლიოსკენ. ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი უფლება თვითგამორკვევის, ჩვენი უფლება ვიცხოვროთ საკუთარ სახლში და ვისაუბროთ საკუთარ ენაზე, განვავითაროთ ჩვენი კულტურა და ეკონომიკა, ჩვენი უფლება ვიყოთ საკუთარი თავი“, - ამბობს ბჟანია

ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახლა ებრძვის „აგრესიულ ნაცისტურ რეჟიმს ახალი, სამართლიანი მსოფლიო წესრიგისთვის". მისივე მტკიცებით, პუტინი "რუსეთს გამარჯვებამდე მიიყვანს".

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპანტ ქვეყანაში 15-17 მარტსაა, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 30 "საარჩევნო უბანი" 17 მარტს გაიხსნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი