
"გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში," - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომლის საპრეზიდენტო ვადა ამ წლის დეკემბერში მთავრდება.
"მე გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კონკურსში. მე მჯერა, რომ NATO-ს, თავის მხრივ, სჭირდება განახლებული პერსპექტივა მის მისიაზე. აღმოსავლეთ ევროპას აქვს მნიშვნელოვანი წვლილი NATO-ს ფარგლებში დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებში." - განაცხადა იოჰანისმა.
POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში იოჰანისმა პირობა დადო, რომ უკრაინა "გამარჯვებული იქნება მის ეგზისტენციალურ ბრძოლაში" რუსეთის წინააღმდეგ და NATO-ს ქვეყნებს მოუწოდა აიღონ "მორალური, პოლიტიკური და სტრატეგიული ვალდებულება" დაეხმარონ კიევს ალიანსში გაწევრიანების მცდელობაში, - "რუსეთი დარჩება ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ ალიანსისთვის უახლოეს მომავალში".
ამ განცხადებით რუმინეთის პრეზიდენტი, ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტეს დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში, იოჰანისი NATO-ს პირველი ხელმძღვანელი იქნება იმ ქვეყნიდან, რომელიც ოდესღაც საბჭოთა ბლოკში შედიოდა.