
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი გადაწყვეტს ღია კონფლიქტს NATO-სთან," - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლონეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, მაგრამ ამ დრომდე ქვეყნისთვის დაუყოვნებელი ომის საფრთხე არ არსებობს.
"ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი არ არის და არც მომავალში იქნება მშვიდობიანი დასავლეთთან, NATO-სთან და, განსაკუთრებით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებთან მიმართებით, განსაკუთრებით, პოლონეთის მიმართ, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი გადაწყვეტს ღია კონფლიქტს NATO-სთან," - განაცხადა ტუსკმა.
ინტერვიუს დროს ტუსკს ჰკითხეს, რამდენად რეალურია სცენარი, რომელშიც პოლონეთი ომშია. მან უპასუხა: "არ უნდა დავივიწყოთ, რა ხდება ჩვენს ირგვლივ", რადგან ეს "რა თქმა უნდა არ ზრდის ჩვენს უსაფრთხოებას." მისი თქმით სცენარის არსებობის ალბათობა გაიზრდება თუ "NATO პრაქტიკულად შეწყვეტს ფუნქციონირებას".