რუსებმა სუმში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

სუმის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული შაჰიდის თვითმფრინავი რეგიონულ ცენტრში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.

დაზიანდა 30 ბინა, მათგან 15 განადგურდა. ნანგრევებიდან 10 ადამიანი გამოიყვანეს, მათგან რვა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი