აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა | უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა  დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად საქართველოს  თავდაცვის  ყოფილმა მინისტრმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. 

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის  მუხლს დაეყრდნო.

მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი