"მისალმება პუტინისგან, განგსტერული პეტერბურგიდან“ | ნავალნის გარემოცვის წევრს ვილნიუსში თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრს, ლეონიდ ვოლკოვს ჩაქუჩით შეიარაღებული პირი ლიეტუვაში, ვილნიუსში დაესხა თავს. ვოლკოვს ხელი აქვს მოტეხილი. თავდასხმა 12 მარტის საღამოს, ვოლკოვის სახლთან მოხდა. 

"ფეხში 15-ჯერ დამარტყა. სიარულის დროს მტკივა, მაგრამ ამბობენ, რომ მოტეხილობა არ არის, ხელი მოტეხილია...ეს იყო ტიპიური განგსტერული მისალმება პუტინისგან, განგსტერული პეტერბურგიდან“. - აცხადებს ვოლკოვი.

მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი იყო.  ნავალნის მოკავშირე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს ლიეტუვის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფი იძიებს. 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, "მედუზასთან" ინტერვიუში ვოლკოვმა ნავალნის თანამოაზრეების წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა - „ამჟამად მთავარი რისკი ის არის, რომ ჩვენ ყველა დაგვხოცონ“, - აღნიშნა ვოლკოვმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი