
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ზავის შეთანხმება მიღწეული იქნება ისლამური წმინდა თვის რამადანის დასრულებამდე, 9 აპრილს.
კატარი, რომელიც შუამავალია მოლაპარაკებებში "მიისწრაფვის უბიძგოს ორ მხარეს, რომ მიაღწიონ შეთანხმებას" - თქვა საგარეოს სპიკერმა.
წინა დღეს მან CNN-ს განუცხადა, რომ შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ასევე, არაკომერციული World Central Kitchen-ის ცნობით, გემი, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება მიაქვს ღაზის სექტორში, კვიპროსიდან გაემგზავრა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს იყო ჰუმანიტარული დახმარების პირველი საზღვაო გადაზიდვა ანკლავისთვის.
გემი მას შემდეგ გავიდა, რაც მანამდე განცხადებები გაკეთდა, რომ კვიპროსი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, არაბთა გაერთიანებული საამიროები და გაერთიანებული სამეფო მუშაობდნენ საზღვაო დერეფნის შექმნაზე ღაზისთვის დახმარების მისაწოდებლად.
World Central Kitchen-მა თქვა, რომ აპირებს დაახლოებით 500 000 საკვების პროდუქტის განაწიელბას, რაც გემი ღაზის სექტორს მიაწყევს, მათ შორისაა ბრინჯი, ფქვილი, ლობიო, ოსპი და დაკონსერვებული ხორცი.
თავის მხრივ, გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ სურსათის კოლონამ სამშაბათს მიაღწია ღაზას, პირველი, ვინც წარმატებით შეაღწია ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილს 20 თებერვლის შემდეგ.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა 31 184 ადამიანი, დაშავდა 72 000-ზე მეტი. რაც შეეხება ისრაელს, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 1 200 ადამიანი და აიყვანეს 253 მძევალი. მათი ნაწილი პირველი ზავის დადების პირობებში გათავისუფლდა.