ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ გვარამიას შეწყალებას, გვარამია და მელია თავისუფლები უცხოური [დასავლური] პოლიტიკური ჯგუფების ჩარევის გამო არიან | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ნიკა გვარამიას შეწყალებას ევროპელი პარტნიორები არა დეპოლარიზაციის შემცირების, არამედ ქართულ პოლიტიკაში  "მისი ჩვეული რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის" მიზნით ითხოვდნენ. იგივე მოსაზრება გამოთქვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას მიმართაც:  

"შეწყალებაზე გამოხმაურებები ვნახეთ, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი დეპოლარიზაციაზე. ახლა ირკვევა, რატომ ითხოვდნენ ნიკა გვარამიას შეწყალებას, რატომ იბარებდნენ მოსამართლეებს სხვადასხვა საელჩოები, რათა თავის დროზე ზეწოლა მოეხდინათ ნიკა გვარამიას პროცესთან დაკავშირებით. ჩანს, საერთო ჯამში რა იყო საერთო მიზანი. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ საქმე არ ჰქონდათ ჟურნალისტთან, საქმე ჰქონდათ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგთან, რომელიც მედიის ინსტრუმენტებს იყენებდა ამ ძალადობრივი პარტიის იდეოლოგიის გასავრცელებლად...

რა თქმა უნდა, ფარისევლები იყვნენ ყველა ის უცხოელი, ვინც ნიკა გვარამიას შეწყალებას ამ კუთხით [დეპოლარიზაციის შემცირების] აჩვენებდა ქართულ საზოგადოებას. სინამდვილეში, მათი ყველა მოქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ ნიკა გვარამია თავისუფლებაზე ყოფილიყო, რათა მას ქართულ პოლიტიკაში მისი ჩვეული რადიკალური დღის წესრიგი შემოეტანა. ვფიქრობ, გაშიშვლდა, თუ რა ჩანაფიქრი იყო ნიკა გვარამიას შეწყალების უკან. ნიკა მელია თავისუფლებაზეა იმის გამო, რომ მისი გირაო ევროპის დემოკრატიულმა ფონდმა გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ეს ევროკავშირის ფულით საქართველოში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც იატაკქვეშ, ფარულად აფინანსებს სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებს კანონის დარღვევით, გაუმჭვირვალედ. მათი ფულის გადახდით მელია თავისუფლებაზეა. სტრასბურგის სასამართლომ სულ ახლახან გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომ მისი დაკავებისას ყველაფერი კანონიერი იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რატომ უნდოდათ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თავისუფლებაზე - ეს არის ორი რადიკალი, რომელიც გამორჩეულია რადიკალური ქმედებებით, პარლამენტზე თავდასხმით და შტურმით. ისევე, როგორც ზოგადად რადიკალური დღის წესრიგის შემოტანით. ორივეს უკან ჩანს კვალი უცხოური პოლიტიკური ჯგუფების. ორივე მათგანმა შეძლო, მართლმსაჯულებისთვის თავი აერიდებინა სწორედ იმიტომ, რომ უცხოური პოლიტიკური ჯგუფები ჩაერივნენ, ორივე მათგანი საქართველოში მოქმედებს სწორედ ამ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის დასამკვიდრებლად. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება ქართული საზოგადოება,” - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი