
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად, ტაგანროგში [ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, როსტოვის ოლქში] რუსული A-50 თვითმფრინავი დაზიანდა.
ინფორმაციას მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინელებმა უკვე გაანადგურეს ორი რუსული A-50. როგორც თებერვლის ბოლოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვრევის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციას ექვსი ასეთი თვითმფრინავი ჰყავდა დარჩენილი.