
საპროტესტო ნოტაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებას ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით გაუგზავნა, უკმაყოფილებაა გამოხატული ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ზოგი დებულება ეწინააღმდეგება "ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და მხარეებს შორის შეთანხმებულ ნორმებს".
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს აკრძალვაზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვი ბიჭვინთაში არსებულ ობიექტებს მესამე პირებს ვერ გადასცემს.
შეგახსენებთ, ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთისგან საპროტესტო ნოტა 1 თვის წინ მიიღო. მისი შინაარსი დღეს გასაჯაროვდა.